воскресенье, 6 декабря 2009 г.

პროექტი

1.პროექტის სახელი: ,,ვიცხოვროთ ლამაზ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში''
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოში სკვერის მოწყობა.
3.პროექტის სრული აღწერა: მწვანე და ლამაზი გარემო მეტნაკლებ დეფიციტს წარმოადგენს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ამდეფიციტის შევსების მცდელობაა. მოსწავლეები საკუთარი ხელით გააშენებენ სკოლის ეზოში პატარა სკვერს,რაც გარემოს გაჯანსაღებისა და გალამაზების საუკეთესო საშუალებაა. იგი კარგი იქნება არა მარტო სკოლისათვის, არამედ იმ უბნისთვისაც სადაც
ჩვენი სკოლა მდებარეობს. პროექტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას,ბავშვებში ბუნებისადმი მზრუნველი და ფაქიზი მიდგომის, შრომითი საქმიანობისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ესთეტიკური სილამაზის აღქმას.
4.მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.IX კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოიძიებენ ინფორმაციას იმ მცენარეების შესახებ, რომლელთა გაშენებასაც აპირებენ. დახაზავენ პარკის გეგმას, გაინაწილებენ ფიზიკურად შესასრულებელ საქმიანობებს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას: გაშენდება პატარა სკვერი სკოლის ეზოში.
8.სარგებელი სხვებისთვის:სკოლას, უბანს შეემატება კიდევ ერთი მწვანე კუთხე, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში დაგვეხმარება. ეს პროექტი იქნება მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, მათემატიკა, ხელოვნება,შრომითი აღზრდა.
სტანდარტი: ბუნ.IX.3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.
გეგმავს (თანაკლასელებთან ერთად) ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებებს, ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე.
12. პროექრის ფასილიტატორი: მზია მუმლაძე.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mziam777@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mziam777@biogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий